ცინკ-ტიტანის სახურავი / ფასადი
კომპანია Rheinzink-ს გააჩნია მუშაობის 45 წლიანი გამოცდილება. დაარსდა 1966 წელს გერმანიაში და მას შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ჰოლდინგურ სტრუქტურად იქცა, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლობა მსოლიოს სხვადასხვა წერტილში.
Rheinzink-ი აწარმოებს ცინკ-ტიტანის უმაღლესი ხარისხის მასალას, რომელიც ძირითადად გამოიყენება გადახურვის და საფასადე სფეროში. რეიცინკის ხარისხს განაპირობებს სხვადასხვა ლითონის შენადნობი , კერძოდ პროდუქტი შედგება ტიტანის, თუთიის და სპილენძისაგან. თითოეული მათგანი განაპირობებს საბოლოო პროდუქტის მაღალ მახასიათებლებს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ მასალა ექსპულატაციაში შესვლის დღიდან მრავალი წლის შემდეგაც არ კარგავს მედეგობას და არ იცვლის ვიზუალს.
ფასადი შენობის სახეა. Rheinzink-ის მასალების მრავალფეროვნება ნებისმიერი არქიტექტორის გემოვნებას აკმაყოფილებს. მისი საფასადე სისტემები მუდმივი სილამაზის და დაცვის გარანტიაა.
[soliloquy slug=”reinzink”]
Rheinzink-ის მასალაზე ფერის მიცემა ხდება ბუნებრივად, სხვადასხვა ლითონის შენადნობით, რის შედეგადაც მასალის ფერი თავად ლითონის ფერია და ის ნარჩუნდება მანამ სანამ არსებობს მასალა. გარდა ამისა ასორტიმენტში არის სხვადასხვა ფერში დაფერილი მასალაც.
ხელმისაწვდომი ფასადის სისტემებია: საფასადე სისტემები, პროფილური სისტემები, პანელური სისტემები და კასეტური სისტემები.