ორიენტირებული ბურბუშელიანი ფანერა ე.წ. OSB-3 იძლევა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას თანამედროვე დიზაინით განვახორციელოთ სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
კომპანია გთავაზობთ როგორც იტალიური, ისე რუმინული წარმოების ფანერებს სისქით 8, 10, 12 ,15 ,18 მმ ფორმატით 1250 x 2500.
ჩვენი იტალიური OSB 3 უმაღლესი ხარისხის და სტანდარტის მქონე ფილაა. იგი არის ალვის ხის პირველადი მასალის და არა მეორეადი, ნარჩენი ან გადამუშავებული მასალისაგან დამზადებული .ორივე მხარე აქვს მსხვილ ნახერხიანი, ორივე მხარე გლუვია და არის ბევრად მყარი ვიდრე სხვა – იხილეთ ნიმუში:
რატომ უნდა გამოვიყენოთ OSB ფილები?
– იგი არის ნესტგამძლე და სანდო;
– მისი ბუნებრივი იდეალური სისწორე ბევრად ამარტივებს სამუშაოებს;
– მისგან დამზადებული კონსტრუქციები გამოირჩევა მაღალი თერმო იზოლაციით.
– დრეკადობა და დაბალი წონა შესამჩნევად ზრდის კონსტრუქციის სეისმო მდგრადობას.
– OSB ფილა არის 100%-ით გადამუშავებადი პროდუქტი და არ წარმოადგენს საფრთხეს გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით.
OSB – წარმოადგენს სინთეტიკური რეზინით დაკავშირებული ხის თხელი ბურბუშელის შენაერთს. ის შედგება ურთიერთმართობულად განთავსებული გრძელი და თხელი ბურბუშელის სამი ფენისგან. ფილის ზედა და ქვედა ფენაში შემავალი ბურბუშელის ძარღვოვანა მიმართულია ფილის სიგრძის გასწვრივ, ხოლო ცენტრალური ფენის ბურბუშელა ორიენტირებულია ფილის სიგანეზე. ამგვარად, ფილაში შემავალი ფენების ურთიერთგადამკვეთი მიმართულება უზრუნველყოფს განსაკუთრებულ სიმტკიცეს და შესანიშნავ მექანიკურ გამძლეობას.
ფილების წარმოებისათვის გამოიყენება მაღალხარისხიანი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა. ბურბუშელა მიიღება ქერქისაგან გასუფთავებული ხის მორებისაგან. ბურბუშელის მოჭრა ხდება ზუსტად, ხის ძარღვოვანი სტრუქტურის პარალელურად რაც მკაცრად კონტროლდება საწარმოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. დახერხვის შემდეგ ხდება ბურბუშელის გამოშრობა, დახარისხება და მისი შერევა სინთეტიკური ფისისა და პარაფინის ემულსიის შენაერთთან.
მაღალი ხარისხითა და საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებით გამორჩეულ პროდუქტს ამავდროულად შენარჩუნებული აქვს ხის ბუნებრივი თვისებები და ვიზუალური მიმზიდველობა, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ OSB ფილები დეკორატიული მიზნებისთვისაც.