თქვენი ერთგული პარტნიორი მშენებლობაში

საფასადე პანელები HPL

HPL (High Pressure Laminate)- ეს არის მაღალის სიმტკიცის მქონე კომპოზიტური მასალებისგან შემდგარი დიდი ფორმატის პანელი, რომელიც ორივე მხრიდან დაფარულია მდიდარი პალიტრის მქონე განსაკუთრებით მყარი ლამინატით და გამოიყენება როგორც ექსტერიარში, ასევე ინტერიერშიც.

HPL პანელი იწარმოება საფრანგეთში, კომპანია POLYREY-ს მიერ, რომელიც უკვე 50 წელია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელია ინტერიერის და ექსტერიერის პანელების სფეროში.  მისი თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი დიზაინის და პალიტრის შექმნა, როგორც ძველი მერქნის და მეტალის, ასევე თანამედროვე ფერთა და ილუსტრაციის დიზაინის შექმნა.

პანელებს გააჩნიათ შემდეგი სახის ექსკლუზიურად  შექმნილი 3D გამა: ბუნებრივ ფერთა ყველა სპექტრი, ხის ფაქტურის ჯიშის და ფერის ასორტიმენტი, ქვის და მეტალის იმიტაციები, ტყავის და ნაჭრების იმიტაციები, ციფრული ხარისხის  ფოტო და ინდივიდუალური ფოტოს დატანა დაფებზე.

რაც მთავარია ეს პანელები მედეგია გარემოს ზემოქმედებისადმი: წვიმა, თოვლი, ნესტი, მზე, ულტრაიისფერი დასხივება, მტვერი და ა.შ.

პანელი 65% შედგება ხის ქაღალდისგან, ხოლო დანარჩენი 35% არის სპეციალური ფისისებრი მასალა.

პანელი იცავს შენობის კედლებს დაზიანებისაგან, ხელს უშლის კედელზე ნესტის მოხვედრას, საკმაოდ მყარია და მსუბუქი, თავისი სტრუქტურული აგებულების წყალობით არ დეფორმირდება, ადვილად მონტაჟდება შენობის ფასადზე და რაც მთავარია ვენტილირებადია.

საწყობში არსებული ფილების დიზაინი:

ზომა 1510 X 3660 ჭრელი ნაცრისფერი 6მმ სისქის

 

ჩვენი პროექტების სანახავად დააჭირეთ

reso page0019 visual_1 1 (5)